logo
ENG



"ლელო" ცქიტიშვილის უწყებას კორუფციაში ადანაშაულებს

07 ოქტ 201915:00
3 წუთის საკითხავი
 
kzgm925muxpb381.jpg
მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო"  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე და ნეპოტიზმზე საუბრობს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ქეთევან ენუქიძის განცხადებით, 2012-2019 წლებში სამინისტროს 253 პროექტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ 13 პროექტია შესრულებული. მოძრაობა "ლელოში" აცხადებენ, რომ პროექტები ვადაგადაცილებით სრულდება, სამინისტრო კი კომპანიებს პასუხს არ სთხოვს. "ლელოს" წარმომადგენლის განცხადებით, ეს კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს. 

close დახურვა